ბევრი კომპანია უპირატესობას ანიჭებს მზა (Off-the-shelf) პროგრამებს დაბალი საწყისი ფასის გამო. თუმცა, Accenture-ის კვლევები ადასტურებს, რომ პერსონალიზებული პროგრამული გადაწყვეტები გრძელვადიან პერსპექტივაში 3-ჯერ უფრო მეტ უკუგებას (ROI) იძლევა.
რატომ ვერ ცვლის „მზა“ პროგრამა ინდივიდუალურ პროგრამას?
უნიკალური პროცესების მხარდაჭერა: ყველა ბიზნესს აქვს თავისი „საიდუმლო რეცეპტი“. სტანდარტული პროგრამა გაიძულებთ, შეცვალოთ თქვენი მუშაობის სტილი. ჩვენი მიდგომა კი პროგრამას თქვენს პროცესებზე არგებს.
ინტეგრაციის სიმარტივე: ინდივიდუალური Back-end საშუალებას იძლევა, სისტემა მარტივად დაუკავშირდეს CRM-ს, ERP-ს ან ნებისმიერ სხვა გარე პლატფორმას (მაგალითად, საბანკო სისტემებს).
მონაცემებზე დაფუძნებული პროგრამები
ჩვენი შექმნილი პროგრამები - აპლიკაციები, არა მხოლოდ ასრულებენ დავალებებს, არამედ აგროვებენ ანალიტიკას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ზუსტი პასუხი კითხვებზე: რომელი პროდუქტია ყველაზე მოთხოვნადი? სად იკარგება დრო? როგორ შევამციროთ საოპერაციო ხარჯები? და ა.შ.